1. დოკუმენტის შესრულების ვადები გამოითვლება კალენდარული დღეების მიხედვით დოკუმენტის ხელმოწერის (დამტკიცების) თარიღიდან, ხოლო სხვა დაწესებულებებიდან შემოსული დოკუმენტებისათვის - მისი შემოსვლის თარიღიდან.

2. შესრულების ვადებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე  დოკუმენტების გამომგზავნი დაწესებულებების მიერ ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადებიდან გამომდინარე. შესრულების საბოლოო თარიღი მიეთითება დოკუმენტის ტექსტში ან რეზოლუციაში.

3. დოკუმენტზე წინადადებების მომზადების ვადა განისაზღვროს 3 კალენდარული დღით, თუ დოკუმენტი მოითხოვს დასმული საკითხის დამატებით შესწავლას - 15 კალენდარული დღით.

4. თუ დავალების შესრულების ვადის გაგრძელება აუცილებელია, ამის შესახებ დავალების შესრულების ვადის გასვლამდე 3 დღით ადრე წერილობით უნდა მოხსენდეს იმ თანამდებობის პირს, ვინც გასცა დავალება. შესრულების ვადის გაგრძელება რეგისტრირდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.

5. დოკუმენტების შესრულების შეჩერების, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე