1. ნომენკლატურაში დოკუმენტების დაჯგუფება ხდება საქმეთა სათაურების მიხედვით, რომლებიც ასახავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მუშაობის ყველა დოკუმენტირებულ საქმიანობას.

2. იმ საკითხთა საქმეების სათაურები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში არ გადაწყვეტილა, „გარდამავალია“ და იმავე ინდექსით შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომდევნო წლის საქმეთა ნომენკლატურაში.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის საქმეთა ნომენკლატურაში შეიტანება იმ ლიკვიდირებული დაწესებულებების საქმისწარმოებით დაუმთავრებელ საქმეთა სათაურები, რომელთა უფლებამოსილი მემკვიდრე არის მუნიციპალიტეტი.

4.საქმეთა ნომენკლატურაში არ შეიტანება ბეჭდურ გამოცემათა სათაურები.

5. ნომენკლატურაში შეტანილი საქმის სათაური შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:

ა) საქმის სახეობის ან დოკუმენტების ნაირსახეობის სახელწოდება;

ბ) დაწესებულების ან სტრუქტურული ერთეულის (დოკუმენტის ავტორის ) დასახელება;

გ) იმ დაწესებულების დასახელება, რომელსაც გაეგზავნება ან რომლისგანაც მიიღება დოკუმენტები (დოკუმენტის ადრესატი ან კორესპოდენტი);

დ) საქმის დოკუმენტების მოკლე შინაარსი;

ე) საქმის დოკუმენტების შინაარსთან დაკავშირებული ადგილმდებარეობის (ტერიტორიის) სახელწოდება;

ვ) თარიღები (პერიოდი), რომლებსაც განეკუთნება საქმის დოკუმენტები;

ზ) საქმის დოკუმენტების ასლებზე მითითება.
თავი VI
საქმეთა ფორმირე