1. დოკუმენტის რეგისტრაცია ნიშნავს დოკუმენტზე ინდექსის დასმას და სარეგისტრაციო ფორმებში დოკუმენტის შესახებ საჭირო ცნობების ჩაწერას.
2. დოკუმენტის ინდექსი შედგება რიგითი ნომრისაგან, საქმეთა ნომენკლატურის, აგრეთვე კორესპოდენციების შემსრულებლებისა და სხვა კლასიფიკატორების ინდექსებისაგან. ინდექსის შემადგენელი ნაწილები განცალკავდებიან ირიბი ხაზით.
3. დოკუმენტის ინდექსი დგება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) რიგითი სარეგისტრაციო ნომერი;
ბ) საქმეთა ნომენკლატურის ინდექსი.
4. რეგისტრაციას ექვემდებარება, როგორც თვითმმართველობის ორგანოს მიერ შექმნილი და მის შიგნით გამოსაყენებელი, ისე სხვა დაწესებულებებში გასაგზავნი, სხვა დაწესებულებებიდან და კერძო პირებისაგან შემოსული ყველა ის დოკუმენტი,რომლებსაც ესაჭიროება აღრიცხვა, შესრულება და გამოყენება (განკარგულებითი, საგეგმო, საანგარიშგებო, სტატისტიკური, საბუღალტრო, საფინანსო და სხვ.)
5. დოკუმენტების რეგისტრაცია ცენტრალიზებულია. შემოსული კორესპოდენციის რეგისტრაციას ახდენს მხოლოდ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
6. დოკუმენტი ერთხელ გადის რეგისტრაციას: შემოსული- შემოსვლის დღეს, შექმნილი- ხელმოწერის ან დამტკიცების დღეს. რეგისტრირებული დოკუმენტი ერთი ადრესატიდან მეორეში გადაცემისას ხელმეორე რეგისტრაციას არ საჭიროებს. დაუშვებელია რეგისტრირებული დოკუმენტის ხელახალი რეგისტრაცია და სხვა სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება. რეგისტრაციაში გაუტარებელი ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი ან მოქალაქის წერილი, რომელსაც მიიღებს საკრებულოს თანამდებობის პირი ან აპარატის თანამშრომელი, აუცილებლად უნდა აღირიცხოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
7. დოკუმენტების რეგისტრაცია წარმოებს ჯგუფების ფარგლებში მათი სახეობების დასახელების, ავტორისა და შინაარსის მიხედვით. რიგითი სარეგისტრაციო ნომრები დოკუმენტებს მიენიჭება თითოეული რეგისტრირებული ჯგუფის ფარგლებში.
8. დოკუმენტების სარეგისტრაციო რეკვიზიტებია:
ა) ავტორი;
ბ) დოკუმენტების სახეობის დასახელება;
გ) დოკუმენტის თარიღი;
დ) დოკუმენტის ინდექსი (დოკუმენტის შემოსვლის თარიღი და ინდექსი მუნიციპალიტეტში შემოსული დოკუმენტებისათვის);
ე) დოკუმენტის სათაური ან მისი მოკლე შინაარსი;
ვ) რეზოლუცია (დავალების შინაარსი, ავტორი, თარიღი);
ზ) შესრულების ვადა;
თ) აღნიშვნა შესრულების შესახებ (საკითხის არსის გადაწყვეტის მოკლე ჩანაწერი, საპასუხო დოკუმენტის ფაქტობრივი შესრულების თარიღი და ინდექსი);
ი) საქმის N.
9. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი რეკვიზიტების შემადგენლობა შეიძლება შეივსოს შემდეგი მონაცემებით;
ა) შემსრულებლები;
ბ) შემსრულებლის ხელმოწერა დოკუმენტის მიღებაზე;
გ) შესრულების მიმდინარეობა;
დ) დანართები და სხვ