1. შემოსული დოკუმენტები გადის პირველად დამუშავებას, წინასწარ გარჩევას, რეგისტრაციას, ინდექსაციას, ხელმძღვანელობის მიერ განხილვას, შემსრულებლებისათვის კონკრეტული დავალების მიცემას, შემსრულების ვადის განსაზღვრასა და შემსრულებელთათვის გადაცემას.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახელზე შემოსული კორესპოდენციის მიღება ხდება მისამართზე: ქ. ბაღდათი, წერეთლის ქ. №9.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს (თანამდებობის პირის) სახელზე შემოსულ ოფიციალურ კორესპოდენციებს და მოქალაქეთა წერილებს ოღებს და აღრიცხავს (რეგისტრაციაში ატარებს) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
4. კონვერტები დოკუმენტებითურთ, მათ შორის, შეკვეთილი იხსნება, ამასთანავე, მოწმდება ადრესატის სისწორე, პაკეტის სიმრთელე, კონვერტსა და დოკუმენტებზე მითითებული ნომრების შესაბამისობა.
5. პაკეტის შემოწმებისას შენიშნული დარღვევების შემთხვევაში დგება აქტი სამ ცალად. ერთი აქტი დაერთვის დოკუმენტს, მეორე ეგზავნება დოკუმენტის ავტორს, მესამე რჩება ბაღდათის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურში.
6. შემოსული დოკუმენტების (მათ შორის, მოქალაქეთა წერილების) კონვერტები არ ნადგურდება იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ კონვერტით შეიძლება გამომგზავნის მისამართის, დოკუმენტის გამოგზავნისა და მიღების დროის დადგენა. აგრეთვე, პირადი დოკუმენტების შემოსვლისას.
7. შემოსულ დოკუმენტს, პირველ გვერდზე, მარჯვენა ქვედა კუთხეში დაესმება შტამპი სარეგისტრაციო ნომრით და შემოსვლის თარიღით, ფურცლების რაოდენობის მითითებით.
8. არ რეგისტრირდება: სტატისტიკური კრებულები, წიგნები, გაზეთები, ჟურნალები და სხვა პერიოდული გამოცემები, სარეკლამო ცნობები, მისალოცი და მოსაწვევი ბარათები.
9. არასწორი მისამართით გამოგზავნილი პაკეტი გადაიგზავნება კუთვნილებისამებრ ან დაუბრუნდება ავტორს.
10. პაკეტები წარწერით „პირადად“ აღირიცხება კონვერტზე აღნიშნული მონაცემებით და გადაეცემა ადრესატს გაუხსნელად