1. თვითმმართველობის ორგანოს დოკუმენტი დგება თვითმმართველობის მოხელის მიერ ხელმძღვანელის დავალებით ან საკუთარი ინიციატივით.

2. დოკუმენტის პროექტის ვიზირება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) იმ პირის მიერ, რომელმაც მოამზადა დოკუმენტის პროექტი;

ბ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ;

გ) იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის (იურისტის) მიერ;

3. ვიზების შეგროვებისათვის პასუხიმგებელია ის სტრუქტურული ერთეული, სადაც მზადდება დოკუმენტი.

4. ვიზირებული დოკუმენტის პროექტი გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის განყოფილებას, რომელიც პასუხისმგებელია დოკუმენტის სწორად გაფორმებაზე და უზრუნველყოფს დოკუმენტის პროექტის ხელმოსაწერად გადაცემას დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილი პირებისათვის.
თავი III
შემოსული კორესპოდენციის მიღება, აღრიცხვა(რეგისტრაცია) და განაწილე