1. მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტირება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის შესაბამისად მმართველობითი საქმიანობის ფიქსაციას ქაღალდზე, ინფორმაციის დამუშავებას ავტომატიზირებულ(კომპიუტერულ) ელექტრონულ სისტემებზე ან ინფორმაციის სხვა მატარებელზე.
2. დოკუმენტების მომზადებისა და გაფორმების დროს დაცული უნდა იქნეს დადგენილი წესები, რომლებიც უზრუნველყოფს დოკუმენტის იურიდიულ ძალას, მის შემდგომ გამოყენებას, აღრიცხვას, დამუშავებასა და შენახვას.
3. დოკუმენტს უნდა გააჩნდეს კანონმდებლობით დადგენილი რეკვიზიტები