1. დოკუმენტი შესრულებულად ითვლება და კონტროლიდან იხსნება დავალებების შესრულების, დაინტერესებული დაწესებულებებისა და პირებისათვის შედეგების შეტყობინების ან სხვა სახის დოკუმენტურად დადასტურების შემდეგ. შესრულების შედეგების შესახებ მზადდება მოკლე ცნობა, რომელიც ერთვის დოკუმენტს.

2. დოკუმენტების შესრულების კონტროლი ითვალისწინებს შემდეგ ოპერაციებს:

ა) დაქვემდებარებული დოკუმენტების კარტოთეკის ფორმირებას;

ბ) დოკუმენტის შესრულებაზე დავალების (რეზოლუციის) შედგენას;

გ) დოკუმენტის შესრულებაზე დავალების (რეზოლუციის) რეგისტრაციას;

დ) შემსრულებელი შესრულების ვადის შეხსენებას;

ე) შესრულების მიმდინარეობასა და შედეგებზე ინფორმაციის მიღებას;

ვ) შესრულების შესახებ ხელმძღვანელებისათვის ინფორმაციის რეგულარულ მიწოდებას;

ზ) თათბირებსა და კოლეგიური ორგანოების სხდომებზე დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ მოხსენებას;

თ) კონტროლიდან დოკუმენტების მოხსნას;

ი) შესრულებული დოკუმენტების საინფორმაციო ბაზის ფორმირებას.

3. დოკუმენტების საინფორმაციო ბაზის სისტემატიზაცია ხორციელდება დოკუმენტების შესრულების ვადების, შემსრულებლების, დოკუმენტების სახეთა ჯგუფების მიხედვით.

4. შესრულების მიმდინარეობის შემოწმება ხორციელდება ყველა ეტაპზე შემდეგი წესით:

ა) შემდგომი წლების დავალებების - წელიწადში ერთხელ მაინც;

ბ) მიმდინარე წლის შემდგომი თვეების დავალებების - თვეში ერთხელ მაინც;

გ) მიმდინარე თვის დავალებების - ყოველ ათ დღეში, ხუთი დღით ადრე შესრულების ვადამდე.

5. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური: ახორციელებს დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობისა და შედეგების მონაცემების აღრიცხვასა და განზოგადებას თვეში ერთხელ მაინც.
თავი V
საქმეთა ნომენკლატურის შედგე