1.
მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტირება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად გამგეობის საქმიანობის ფიქსაციას ქაღალდზე ან ინფორმაციის სხვა მატარებელზე.
2.
დოკუმენტების მომზადებისა და გაფორმების დროს დაცული უნდა იქნეს დადგენილი წესები, რომლებიც უზრუნველყოფს დოკუმენტის იურიდიულ ძალას, მის შემდგომ გამოყენებას, აღრიცხვას, შემდგომ დამუშავებასა და შენახვას.
3.
დოკუმენტს უნდა გააჩნდეს „საქმისწარმოების ერთიანი წესებით“ დადგენილი რეკვიზიტები.
4.
ელექტრონული დოკუმენტის სახეობებია:
ა) ბრძანება - გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ბ) შესრულებული (შემოსული და გასული) კორესპონდენცია;
გ) განცხადებები;
დ) განმარტებითი ბარათები;
ე) მოხსენებითი ბარათები;
ვ) დასკვნები
ზ) მინდობილობები.
5.
ტექსტის სათაური (თემა) წარმოადგენს ელექტრონული დოკუმენტის შინაარსის მოკლე გადმოცემას. ის უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლე და ტევადი.
6.
დოკუმენტის ტექსტი – შეიცავს ადრესატის რეგალიებს, მიმართვას კონკრეტული სუბიექტისადმი, თავად დოკუმენტის შინაარსს, მითითებას დანართის შესახებ, ამგვარის არსებობის შემთხვევაში, ავტორის რეგალიებს.
7.
დოკუმენტის ელექტრონული ნომერი – დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული და ელექტრონული დოკუმენტისათვის მინიჭებული ნომერი.
8.
ელექტრონული დოკუმენტის ხელმოწერას ახდენენ გამგეობის შესაბამისი უფლებამოსილი პირები.
9.
რეზოლუცია წარმოადგენს დავალებას დოკუმენტის შესრულებაზე, რომელიც შეიცავს შემსრულებლის გვარს, დავალების შინაარსს, შესრულების ვადას, რეზოლუციის თარიღს.
10.
საფუძველში მიეთითება ის კონკრეტული დოკუმენტი, რომლის შესრულების მიზნითაც იქნა შექმნილი მოცემული დოკუმენტი