1.
დოკუმენტის შესრულების ვადები გამოითვლება კალენდარული დღეების მიხედვით, დოკუმენტის ხელმოწერის (დამტკიცების) თარიღიდან, ხოლო სხვა დაწესებულებებიდან შემოსული დოკუმენისათვის – მისი შემოსვლის თარიღიდან.
2.
შესრულების ვადებს განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი დოკუმენტების გამომგზავნი დაწესებულებების მიერ ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადებიდან გამომდინარე. შესრულების საბოლოო თარიღი მიეთითება დოკუმენტის ტექსტში ან რეზოლუციაში.
3.
დოკუმენტებზე წინადადებების მომზადების ვადა განისაზღვრება 1-დან 3 დღემდე, თუ დოკუმენტი მოითხოვს დასმული საკითხის დამატებით შესწავლას – 10 დღემდე.
4.
თუ დავალების შესრულების ვადის გაგრძელება აუცილებელია, ამის შესახებ დავალების შესრულების ვადის გასვლამდე 3 დღით ადრე წერილობით უნდა მოხსენდეს იმ თანამდებობის პირს, ვინც გასცა დავალება. შესრულების ვადის გაგრძელება რეგისტრირდება გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში.
5.
დოკუმენტების შესრულების შეჩერების, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ სტრუქტურული ერთეულის ზემდგომ თანამდებობის პირს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.08.2019
მუხლი 16. დოკუმენტის შესრულების ვადები
თავი II — დოკუმენტების შედგენა და გაფორმება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. შემოსული კორესპონდენციის გადაცემის წესი
- მუხლი 10. დავალებათა გაფორმება
- მუხლი 11. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი
- მუხლი 12. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი
- მუხლი 13. დოკუმენტებზე მუშაობის დასრულება
- მუხლი 15. დოკუმენტების შესრულების კონტროლი
- მუხლი 17. დოკუმენტების შესრულების კონტროლის ორგანიზაცია
- მუხლი 18. საქმეთა ნომენკლატურა
- მუხლი 19. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
- მუხლი 20. გამგეობაში საქმეთა ფორმირების წესი
- მუხლი 21. დოკუმენტების მომზადება არქივში ჩასაბარებლად
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №23, 30.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016274 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3325530/muxli-16/