1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებით ხარისხიანად დაკომპლექტების მიზნით, დაწესებულების არქივი კონტროლსა და საჭირო მეთოდიკურ-პრაქტიკულ დახმარებას უწევს საქმისწარმოების სამსახურს საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და ფორმირებაში.
2. საქმეთა ნომენკლატურა წარმოადგენს დაწესებულების საქმისწარმოებაში შემოღებულ საქმეთა დასახელებების დადგენილი ფორმის მიხედვით შედგენილ სისტემატიზებულ ნუსხას საქმეთა შენახვის ვადების მითითებით. პასუხისმგებლობა მის შედგენაზე ეკისრება დაწესებულების საქმისწარმოების სამსახურს.
3. ა) საქმეთა ნომენკლატურა წარმოადგენს მუდმივად და ხანგრძლივად შესანახ საქმეთა ანაწერების შედგენის საფუძველს, ძირითად სააღრიცხვო დოკუმენტს საქმისწარმოებაში, ხოლო დაწესებულების არქივში გამოიყენება დროებითი შესანახი (10 წლის ჩათვლით) საქმეების აღრიცხვისათვის.
ბ) ნომენკლატურაში დამკვიდრებული საქმეთა სისტემატიზაციის სქემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესრულებული დოკუმენტების კარტოთეკის სქემის შესამუშავებლად.
4. ა) არსებობს საქმეთა ნომენკლატურების სამი სახეობა: ტიპობრივი, სანიმუშო და კონკრეტული დაწესებულების საქმეთა ინდივიდუალური ნომენკლატურა.
ბ) საქმეთა ტიპობრივი ნომენკლატურა ადგენს ერთი ტიპის დაწესებულებების საქმისწარმოებაში შემოღებულ საქმეთა შემადგენლობას და წარმოადგენს ნორმატიული ხასიათის დოკუმენტს.
გ) საქმეთა სანიმუშო ნომენკლატურა ადგენს იმ დაწესებულებათა საქმისწარმოებაში შემოღებულ საქმეთა სანიმუშო შემადგენლობას, რომლებზედაც იგი ვრცელდება მათი ინდექსების მითითებით და აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.
5. ა) საქმეთა ტიპობრივი და სანიმუშო ნომენკლატურები გამოიყენება საქმეთა ინდივიდუალური ნომენკლატურის შესადგენად.
ბ) დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურაში ტიპობრივი თუ სანიმუშო ნომენკლატურიდან გადაიტანება ის სათაურები, რომლებიც განზრახულია შემოღებულ იქნეს დაწესებულების საქმისწარმოებაში მათი სპეციფიკის კონკრეტიზაციის გათვალისწინებით.
გ) ტიპობრივი თუ სანიმუშო ნომენკლატურით გათვალისწინებული საქმეთა შენახვის ვადები უცვლელად გადადის საქმეთა ინდივიდუალურ ნომენკლატურაში
დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ · რედაქცია 15.06.2007
მუხლი 9. საქმეთა ნომენკლატურა. ნომენკლატურების სახეობები
თავი II — მოთხოვნები საქმეთა ნომენკლატურების შედგენისა და საქმეთა ფორმირებისადმი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 46. 1. ა) საქმეთა ნომენკლატურა წარმოადგენს დაწესებულების საქმიანობის პროცესში წარმოქმნილ საქმეთა სათაურების დადგენილი წესით გაფორმებულ სისტემატიზებულ ნუსხას, რომელშიც მითითებულია საქმეთა შენახვის ვადები.
- მუხლი 15. საქმეთა ნომენკლატურა
- მუხლი 15. საქმეთა ნომენკლატურა
- მუხლი 15. საქმეთა ნომენკლატურა
- მუხლი 22. საქმეთა ნომენკლატურა
- მუხლი 18. საქმეთა ნომენკლატურა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. არქივების სახეობები
- მუხლი 3. არქივების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- მუხლი 4. არქივის უფლებები
- მუხლი 5. დაწესებულების არქივის დაკომპლექტება
- მუხლი 7. არქივში ჩასაბარებელი დოკუმენტების შემადგენლობა
- მუხლი 8. არქივის პასუხისმგებლობა
- მუხლი 10. ძირითადი მოთხოვნები დაწესებულებების საქმეთა ნომენკლატურების შედგენისადმი
- მუხლი 11. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
- მუხლი 12. დაწესებულებაში საქმეთა ფორმირების წესი
- მუხლი 13. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ნორმატიულ-მეთოდიკური საფუძვლები
- მუხლი 14. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზაცია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“, მუხლი 9, №174, 15.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.463 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71008/muxli-9/