1. ა) დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურა (კრებსითი) (დანართი №1) დგება დადგენილი ფორმით სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმეთა ნომენკლატურების საფუძველზე, რომლებიც შემუშავებულია ანალოგიური ფორმის მიხედვით (დანართი №2), შეთანხმებულია არქივთან და ხელმოწერილია ამ ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ.
ბ) დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურა ფორმდება დაწესებულების საერთო ბლანკზე.
გ) დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურას ვიზას უსვამს არქივის ხელმძღვანელი ან არქივზე პასუხისმგებელი პირი, ხელს აწერს საქმისწარმოების სამსახურის ხელმძღვანელი ან საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი პირი და დაწესებულების ცენტრალური საექსპერტო (საექსპერტო) კომისიის მიერ მოწონების შემდეგ იგზავნება შესაბამისი საარქივო დაწესებულების საექსპერტო-შემმოწმებელ კომისიასთან შესათანხმებლად, რის შემდეგ მას ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
დ) დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურის დამტკიცების შემდეგ სტრუქტურული ქვედანაყოფები ღებულობენ მისი შესაბამისი თავების ამონაწერებს მუშაობაში გამოსაყენებლად.
ე) მომავალი კალენდარული წლის დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურა დგება მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში.
ვ) საარქივო დაწესებულებასთან შეთანხმებული საქმეთა ნომენკლატურა ყოველი წლის ბოლოს ზუსტდება, მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და ძალაში შედის მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვრიდან.
ზ) საქმეთა ნომენკლატურა თანხმდება საარქივო დაწესებულებასთან სულ ცოტა 5 წელიწადში ერთხელ მაინც. დაწესებულების ფუნქციებისა და სტრუქტურის ძირფესვიანად შეცვლის შემთხვევაში შემუშავდება საქმეთა ახალი ნომენკლატურა.
2. ა) საქმეთა ნომენკლატურა დგება დაწესებულების საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი დოკუმენტების შემადგენლობისა და შინაარსის შესწავლის საფუძველზე.
ბ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენისას ხელმძღვანელობენ საქმისწარმოებისა და დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესებით, დაწესებულების წესდებით ან დებულებით, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებით, საშტატო ნუსხით, დაწესებულების გასული წლის საქმეთა ნომენკლატურით, მუდმივად და ხანგრძლივად შესანახ საქმეთა ანაწერებით, სარეგისტრაციო ფორმებით, დოკუმენტების საუწყებო და ტიპობრივი ნუსხებით (შენახვის ვადების მითითებით), საქმეთა ტიპობრივი და სანიმუშო ნომენკლატურებით
დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ · რედაქცია 15.06.2007
მუხლი 10. ძირითადი მოთხოვნები დაწესებულებების საქმეთა ნომენკლატურების შედგენისადმი
თავი II — მოთხოვნები საქმეთა ნომენკლატურების შედგენისა და საქმეთა ფორმირებისადმი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 46. 1. ა) საქმეთა ნომენკლატურა წარმოადგენს დაწესებულების საქმიანობის პროცესში წარმოქმნილ საქმეთა სათაურების დადგენილი წესით გაფორმებულ სისტემატიზებულ ნუსხას, რომელშიც მითითებულია საქმეთა შენახვის ვადები.
- მუხლი 48. დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურის შედგენისა და დამტკიცების წესი
- მუხლი 22. საქმეთა ანაწერების შედგენა და გაფორმება გამგეობის საქმისწარმოებაში
- მუხლი 15. საქმეთა ნომენკლატურა
- მუხლი 23. საქმეთა ანაწერების შედგენა და გაფორმება დაწესებულების საქმისწარმოებაში
- მუხლი 15. საქმეთა ნომენკლატურა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. არქივების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- მუხლი 4. არქივის უფლებები
- მუხლი 5. დაწესებულების არქივის დაკომპლექტება
- მუხლი 7. არქივში ჩასაბარებელი დოკუმენტების შემადგენლობა
- მუხლი 8. არქივის პასუხისმგებლობა
- მუხლი 9. საქმეთა ნომენკლატურა. ნომენკლატურების სახეობები
- მუხლი 11. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
- მუხლი 12. დაწესებულებაში საქმეთა ფორმირების წესი
- მუხლი 13. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ნორმატიულ-მეთოდიკური საფუძვლები
- მუხლი 14. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზაცია
- მუხლი 15. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“, მუხლი 10, №174, 15.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.463 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71008/muxli-10/