1. დაწესებულების არქივის დაკომპლექტება არის დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, აგრეთვე არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებებიდან დოკუმენტებით არქივის სისტემატური შევსება.
2. არქივის დაკომპლექტება შეიცავს:
ა) არქივის დაკომპლექტების წყაროების განსაზღვრას;
ბ) არქივში მისაღები დოკუმენტების შემადგენლობის განსაზღვრას;
გ) არქივში დოკუმენტების ჩაბარების ორგანიზაციას