1. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა დოკუმენტების შესწავლაა მათი ღირებულების კრიტერიუმების საფუძველზე დოკუმენტების შენახვის ვადების განსაზღვრისა და მუდმივი შენახვისათვის შესარჩევად.
2. ა) დოკუმენტების მიკუთვნება ეროვნული საარქივო ფონდის შემადგენლობისადმი ხორციელდება შემფასებელი ექსპერტიზის შედეგების მიხედვით ისტორიზმის, სისტემურობისა და მთლიანობის პრინციპების საფუძველზე დოკუმენტების წარმოშობის, შინაარსის, გარეგანი თავისებურებების კრიტერიუმების კომპლექსური გამოყენების გზით;
ბ) წარმოშობის კრიტერიუმებს მიეკუთვნება: დაწესებულების როლი და ადგილი სახელმწიფო მმართველობის სისტემაში ან კონკრეტულ დარგში, მის მიერ შესრულებული ფუნქციების მნიშვნელობა, ფიზიკური პირის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებაში, დოკუმენტის წარმოქმნის დრო და ადგილი;
გ) შინაარსის კრიტერიუმებს მიეკუთვნება: დოკუმენტში ასახული ამბავის (მოვლენის) მნიშვნელობა, დოკუმენტში არსებული ინფორმაციის მნიშვნელობა, დოკუმენტის ინფორმაციის განმეორება სხვა დოკუმენტებში, დოკუმენტის სახეობა, დოკუმენტის ნამდვილობა;
დ) გარეგანი თავისებურებების კრიტერიუმებს მიეკუთვნება: დოკუმენტის შინაარსის დაფიქსირებისა და გადმოცემის, დადასტურების ფორმა, მისი ფიზიკური მდგომარეობა;
ე) დოკუმენტის ეროვნული საარქივო ფონდის შემადგენლობისადმი მიკუთვნებისას მხედველობაში მიიღება ფონდის სისრულისა და დაცვის დონის ფაქტორი.
3. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა ტარდება დაწესებულების საექსპერტო კომისიის მიერ:
ა) საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე საარქივო საქმის და საქმისწარმოების საკითხებში;
ბ) დოკუმენტების ტიპობრივი და საუწყებო ნუსხების (დოკუმენტების შენახვის ვადების მითითებით), საქმეთა ტიპობრივი და სანიმუშო ნომენკლატურების საფუძველზე;
გ) საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკების საარქივო საქმის მართვის დაწესებულებების ნორმატიულ-მეთოდიკური დოკუმენტების საფუძველზე საარქივო დარგში.
4. ა) ელექტრონული დოკუმენტების შერჩევა საარქივო შესანახად ხორციელდება ამ დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის შედეგად, რომელიც ტარდება დაწესებულების საექსპერტო კომისიის მიერ.
ბ) ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზის პირველ ეტაპზე არქივი საქმისწარმოების სამსახურთან ან იმ სამსახურთან ერთად, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ფუნქციონირებაზე, განსაზღვრავს სისტემების, თემებისა და პროექტების ნუსხას, რომელთა დოკუმენტებს ექსპერტიზის საერთო კრიტერიუმების შესაბამისად შეიძლება ჰქონდეთ ფასეულობა. ნუსხის ფარგლებში ტარდება ელექტრონული დოკუმენტების შერჩევა მუდმივ და ხანგრძლივ შესანახად; ნუსხა მტკიცდება დაწესებულების საექსპერტო კომისიის მიერ.
გ) ელექტრონული დოკუმენტაციის ექსპერტიზა საექსპერტო კომისიის მიერ ტარდება ტრადიციულ მატარებლებზე დაწესებულებების დოკუმენტაციასთან ურთიერთკავშირში (კომპლექსში გამოიყენება ზოგადი და სპეციალური კრიტერიუმების სისტემა: დოკუმენტის მნიშვნელობა, სისრულე; დოკუმენტის ავთენტიკურობა; საარქივო შესანახად მიღებულ დოკუმენტებში დუბლირებული ინფორმაციის არსებობა).
დ) ელექტრონული დოკუმენტების არქივში შესანახად მიღების დროს მხედველობაში მიიღება შემდეგი ფაქტორები: შეზღუდვები ელექტრონული დოკუმენტების მიღებისას; ელექტრონული დოკუმენტის შექმნის პროცესის დასრულება; არქივში მიღების დროს ელექტრონული დოკუმენტების სხვა ფორმატში შესაძლო გადატანის ღირებულება; საკანონმდებლო აქტების არსებობა, რომლებიც აბრკოლებენ ელექტრონული დოკუმენტების გადაცემას; აუცილებელი თანდართული დოკუმენტაციის არსებობა, ელექტრონული მოწყობილობის ტიპის შესაბამისობა ელექტრონული დოკუმენტების შენახვის სხვადასხვა რეჟიმებთან; დოკუმენტების შენახვის ხარჯი
დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ · რედაქცია 15.06.2007
მუხლი 13. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ნორმატიულ-მეთოდიკური საფუძვლები
თავი III — დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 54. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის პრინციპები და კრიტერიუმები
- მუხლი 55. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ორგანიზაცია
- მუხლი 56. დაწესებულების საქმისწარმოებაში დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის მოწყობის წესი
- მუხლი 20. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა
- მუხლი 4. ზედამხედველობის განხორციელება შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ
- მუხლი 22. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. არქივში ჩასაბარებელი დოკუმენტების შემადგენლობა
- მუხლი 8. არქივის პასუხისმგებლობა
- მუხლი 9. საქმეთა ნომენკლატურა. ნომენკლატურების სახეობები
- მუხლი 10. ძირითადი მოთხოვნები დაწესებულებების საქმეთა ნომენკლატურების შედგენისადმი
- მუხლი 11. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
- მუხლი 12. დაწესებულებაში საქმეთა ფორმირების წესი
- მუხლი 14. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზაცია
- მუხლი 15. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების წესი
- მუხლი 16. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის შედეგების გაფორმება
- მუხლი 17. მოთხოვნები დაწესებულების არქივში მისაღებ საქმეთა გაფორმებისადმი
- მუხლი 18. საქმეთა ანაწერების შედგენა და გაფორმება დაწესებულების საქმისწარმოებაში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“, მუხლი 13, №174, 15.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.463 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71008/muxli-13/