1. დაწესებულებაში დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა ტარდება:
ა) საქმისწარმოებაში – საქმეთა ნომენკლატურების შედგენის დროს, საქმეთა ფორმირების პროცესში და საქმეთა არქივში გადასაცემად მომზადების დროს;
ბ) არქივში – საქმეთა მუდმივ შესანახად გადასაცემად მომზადების პროცესში.
2. ა) დაწესებულების საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების, მათ შორის მმართველობითი, სამეცნიერო-ტექნიკური, აუდიოვიზუალური, მანქანურსაკითხავი და სხვა დოკუმენტაციის, შერჩევისა და მუდმივი შენახვისათვის გადასაცემად მომზადების სამუშაოების ორგანიზაციისა და ჩატარების მიზნით იქმნება საექსპერტო კომისია[2].
ბ) სამინისტროებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში, სხვა ორგანიზაციებში, რომლებსაც გააჩნიათ საქვეუწყებო ქსელი, იქმნება ცენტრალური საექსპერტო კომისიები.
3. ა) ცენტრალური საექსპერტო (საექსპერტო) კომისიები იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით. მასში შეყვანილი უნდა იყვნენ სულ ცოტა სამი ყველაზე კვალიფიციური მუშაკი. დაწესებულების საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში სავალდებულო წესით ჩართული უნდა იყოს არქივის ხელმძღვანელი ან არქივზე პასუხისმგებელი პირი.
ბ) ცენტრალური საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში მიზანშეწონილია შეყვანილ იქნეს იმ საარქივო დაწესებულების წარმომადგენელი, რომლისათვისაც ეს დაწესებულება წარმოადგენს დაკომპლექტების წყაროს.
გ) ცენტრალური საექსპერტო (საექსპერტო) კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება დაწესებულების ის ხელმძღვანელი მუშაკი, რომელიც კურირებს საქმისწარმოებისა და არქივის საკითხებს.
4. ცენტრალური საექსპერტო (საექსპერტო) კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ორგანიზაცია და ჩატარება საქმისწარმოების სტადიაზე საქმეთა ნომენკლატურების შედგენის დროს და საქმეთა ფორმირების პროცესში;
ბ) დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ორგანიზაცია და ჩატარება დაწესებულების არქივში მათი გადასაცემად მომზადების დროს;
გ) დოკუმენტების შერჩევა და მუდმივ შესანახად გადასაცემად მომზადება.
5. ცენტრალური საექსპერტო (საექსპერტო) კომისიის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქმეთა ყოველწლიური შერჩევის ორგანიზაცია შესანახად და გასანადგურებლად;
ბ) დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურების, მუდმივად და ხანგრძლივად შესანახ საქმეთა, მათ შორის პირადი შემადგენლობის, ანაწერების, საქმეთა გასანადგურებლად გამოყოფის აქტების პროექტების განხილვა და საარქივო დაწესებულების საექსპერტო-შემმოწმებელ კომისიაზე დასამტკიცებლად და შესათანხმებლად წარდგენა;
გ) წინადადებების მომზადება და საარქივო დაწესებულების საექსპერტო-შემმოწმებელ კომისიაზე განსახილველად წარდგენა დოკუმენტების ცალკეული კატეგორიების ნუსხებით დადგენილი შენახვის ვადების შეცვლისა და ნუსხებით გაუთვალისწინებელი დოკუმენტების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ;
დ) დაწესებულებაში დოკუმენტებზე მუშაობის საკითხებზე სამართლებრივი და მეთოდიკური დოკუმენტების პროექტების მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობა.
6. ა) ცენტრალური საექსპერტო (საექსპერტო) კომისია სხდომებს ატარებს სამუშაო გეგმის შესაბამისად და საჭიროების მიხედვით. ყველა სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და მდივანი. ცენტრალური საექსპერტო (საექსპერტო) კომისიის გადაწყვეტილებები ძალაში შედის დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცების შემდეგ;
ბ) ცენტრალური საექსპერტო (საექსპერტო) კომისიების ოქმები, რომლებიც შეიცავს გადაწყვეტილებებს საქმეთა ტიპობრივი და სანიმუშო ნომენკლატურების პროექტების მოწონების, დოკუმენტების ტიპობრივი და საუწყებო ნუსხებით (დოკუმენტების შენახვის ვადების მითითებით), აგრეთვე საქმეთა ტიპობრივი და სანიმუშო ნომენკლატურებით დადგენილი დოკუმენტების შენახვის ვადების შეცვლის საკითხებს, მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მხოლოდ შესაბამისი საარქივო დაწესებულების საექსპერტო-შემმოწმებელ კომისიაზე განხილვის შემდეგ
დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ · რედაქცია 15.06.2007
მუხლი 14. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზაცია
თავი III — დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 55. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ორგანიზაცია
- მუხლი 54. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის პრინციპები და კრიტერიუმები
- მუხლი 56. დაწესებულების საქმისწარმოებაში დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის მოწყობის წესი
- მუხლი 19. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა
- მუხლი 11. 1. ეროვნულ საარქივო ფონდს დოკუმენტს მიაკუთვნებს ეროვნული არქივის საექსპერტო-შემმოწმებელი კომისია შემფასებელი ექსპერტიზის შედეგის დამტკიცების საფუძველზე
- მუხლი 19. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ვალდებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. არქივის პასუხისმგებლობა
- მუხლი 9. საქმეთა ნომენკლატურა. ნომენკლატურების სახეობები
- მუხლი 10. ძირითადი მოთხოვნები დაწესებულებების საქმეთა ნომენკლატურების შედგენისადმი
- მუხლი 11. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
- მუხლი 12. დაწესებულებაში საქმეთა ფორმირების წესი
- მუხლი 13. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ნორმატიულ-მეთოდიკური საფუძვლები
- მუხლი 15. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების წესი
- მუხლი 16. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის შედეგების გაფორმება
- მუხლი 17. მოთხოვნები დაწესებულების არქივში მისაღებ საქმეთა გაფორმებისადმი
- მუხლი 18. საქმეთა ანაწერების შედგენა და გაფორმება დაწესებულების საქმისწარმოებაში
- მუხლი 19. მუდმივად შესანახ საქმეთა კრებსითი ანაწერის წლიური განყოფილების შედგენა და გაფორმება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“, მუხლი 14, №174, 15.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.463 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71008/muxli-14/