1. დაწესებულების საქმისწარმოებაში დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა ხდება საქმეთა ნომენკლატურების შედგენის, საქმეთა ფორმირებისა და საქმეებისათვის დოკუმენტების სწორად მიკუთვნების შემოწმების, საქმეთა შემდგომი შენახვისათვის მომზადების დროს.
2. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ორგანიზებისა და მოწყობის, მათი სახელმწიფო შენახვისათვის გადასაცემად მომზადების, აგრეთვე დარგის (სისტემის) დაწესებულებებში დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის მიმდინარეობის კონტროლისა და მეთოდიკური დახმარების გაწევის მიზნით სამთავრობო დაწესებულებებში იქმნება მუდმივმოქმედი ცენტრალური საექსპერტო კომისიები. დანარჩენ დაწესებულებებში დოკუმენტების შემფასებელ ექსპერტიზას, მათ შესანახად შერჩევას ახორციელებენ მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიები.
3. დაწესებულების ცენტრალური საექსპერტო (საექსპერტო) კომისია სათათბირო ორგანოა, მუშაობს შესაბამისი საარქივო დაწესებულების საექსპერტო-შემმოწმებელ კომისიასთან მუდმივ კონტაქტში და იღებს მისგან საჭირო ორგანიზაციულ-მეთოდიკურ მითითებებს.
4. ცენტრალური საექსპერტო (საექსპერტო) კომისიის ფუნქციებსა და უფლებებს, მისი მუშაობის ორგანიზაციას განსაზღვრავს კომისიის დებულება, რომელიც დგება საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ტიპობრივი დებულების საფუძველზე. დაწესებულების ცენტრალური საექსპერტო (საექსპერტო) კომისიის დებულებას შესაბამის საარქივო დაწესებულებასთან შეთანხმების შემდეგ ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
5. საექსპერტო კომისია იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, ყველაზე კვალიფიციური მუშაკებისაგან, სულ ცოტა სამი კაცის შემადგენლობით. მის შემადგენლობაში სავალდებულო წესით შედის საუწყებო არქივის გამგე (არქივისათვის პასუხისმგებელი პირი), ხოლო ცენტრალური საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში – შესაბამისი საარქივო დაწესებულების წარმომადგენელი. დაწესებულების საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში, შესაბამის სახელმწიფო არქივთან შეთანხმებით, შეიძლება შევიდეს მისი წარმომადგენელიც. დაწესებულების ცენტრალური საექსპერტო (საექსპერტო) კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება დაწესებულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი მუშაკი.
6. ცენტრალური საექსპერტო (საექსპერტო) კომისია თავის სხდომებს მართავს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმების შესაბამისად საჭიროების მიხედვით, წელიწადში ორჯერ მაინც. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ხმის უმრავლესობით. საექსპერტო კომისიის სხდომები ფორმდება ოქმებით, რომლებსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი, ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელ