1. დაწესებულების საქმისწარმოებაში მუდმივად, ხანგრძლივად და დროებით შესანახი დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა ხორციელდება ყოველწლიურად, საქმისწარმოების მუშაკების მიერ დაწესებულების ცენტრალურ საექსპერტო (საექსპერტო) კომისიასთან ერთად საუწყებო არქივის უშუალო მეთოდიკური ხელმძღვანელობით.

2. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის დროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ხორციელდება მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების შერჩევა საუწყებო არქივში გადასაცემად; დროებით შესანახი დოკუმენტების შერჩევა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემდგომი შენახვისათვის; წინა წლების იმ საქმეთა გასანადგურებლად გამოყოფა, რომლებსაც შენახვის ვადები გაუვიდათ. ამასთანავე მოწმდება დაწესებულების საქმეთა მოქმედი ნომენკლატურის ხარისხი და სისრულე, საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად შემოღებულ საქმეთა შენახვის ვადების განსაზღვრის სისწორე, დოკუმენტების გაფორმებისა და საქმეთა ფორმირების დადგენილი წესის დაცვა.

3. მუდმივად შესანახი დოკუმენტების შერჩევა ხდება დოკუმენტების საუწყებო (ხოლო მისი უქონლობის შემთხვევაში – ტიპობრივი) ნუსხისა და დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურის საფუძველზე საქმეთა ფურცლობრივი გადასინჯვის გზით. არ დაიშვება დოკუმენტების შესანახად შერჩევა და გასანადგურებლად გამოყოფა მხოლოდ საქმეთა სათაურების მიხედვით. მუდმივად შესანახი დოკუმენტების ფურცლობრივი გადასინჯვის დროს საქმეებიდან ამოღებულ უნდა იქნეს დოკუმენტების დუბლეტური ეგზემპლარები, შავი ნაწერები, დოკუმენტების გაუფორმებელი ასლები და დროებით შესანახი დოკუმენტები.

4. ფურცლობრივად გადაისინჯება საქმეები „სშკ“ აღნიშვნით მათგან მუდმივი შენახვის დოკუმენტების გამოსაყოფად. „სშკ“ აღნიშვნით მუდმივად შენახვის დოკუმენტების საქმეები ხელახლა ფორმდება. მათი შემადგენლობიდან გამოყოფილი მუდმივად შესანახი დოკუმენტები უერთდება ერთგვაროვან საქმეებს და ფორმდება დამოუკიდებელ საქმეებად. დარჩენილი დროებით შესანახი დოკუმენტების მომცველ საქმეთა შენახვის ვადები განისაზღვრება დოკუმენტების საუწყებო (მისი უქონლობის შემთხვევაში – ტიპობრივი) ნუსხის ან დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით. ახლად ფორმირებულ საქმეთა ჩაკერება ხდება მხოლოდ დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის დამთავრების შემდეგ.

5. მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების საუწყებო არქივში გადასაცემად შერჩევასთან ერთად სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ხდება შენახვის ვადაგასული დროებით შესანახი საქმეებისა და დოკუმენტების შერჩევა. ამასთან, გასათვალისწინებელია დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურაში ისეთი აღნიშვნები, როგორიც არის „საჭიროების გასვლამდე“, „რევიზიის მოწყობის (დამთავრების) შემდეგ“ და ა.