1. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა ხდება ისტორიზმის, დოკუმენტების შეფასების კომპლექსურობისა და ყოველმხრივობის პრინციპების საფუძველზე, დოკუმენტების წარმოშობის, შინაარსისა და გარეგნულ თავისებურებათა კომპლექსურად გამოყენებული კრიტერიუმების შესაბამისად.
ა) წარმოშობის კრიტერიუმებია: დაწესებულების (პირის) როლი და ადგილი სახელმწიფო მმართველობის სისტემაში თუ კონკრეტულ დარგში, მის მიერ შესრულებული ფუნქციების მნიშვნელობა;.
ბ) შინაარსის კრიტერიუმებია: დოკუმენტებში ასახული ამბის (მოვლენის, საგნის) მნიშვნელობა; დოკუმენტში არსებული ინფორმაციის მნიშვნელობა; მისი განმეორება სხვა დოკუმენტებში; დოკუმენტის მიზნობრივი დანიშნულება, სახეობა და ნაირსახეობა;
გ) დოკუმენტის გარეგნულ თავისებურებათა კრიტერიუმებია: დოკუმენტის იურიდიული უტყუარობა (ხელმოწერების, თარიღების, ბეჭდების არსებობა); რეზოლუციების, ჩანიშვნების არსებობა; ტექსტის გადმოცემის თავისებურებანი; დოკუმენტის ფიზიკური მდგომარეობის თავისებურებანი.
2. ა) დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა ხდება საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული ნორმატიულ-მეთოდიკური დოკუმენტების შესაბამისად;
ბ) დოკუმენტების შენახვის ვადები განისაზღვრება დოკუმენტების ნუსხებით. ამ მიზნით დგება ტიპობრივი და საუწყებო (დარგობრივი) ნუსხები შენახვის ვადების ჩვენებით;
გ) ტიპობრივი დოკუმენტებისა და მათი შენახვის ვადების ამსახველი ნუსხები დგება და მტკიცდება საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ამ ნუსხების საფუძველზე სამთავრობო დაწესებულებები ადგენენ დოკუმენტებისა და მათი შენახვის ვადების ამსახველ საუწყებო ნუსხებს, ამტკიცებენ მათ საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთა