1. ზედამხედველობის მიზანია უზრუნველყოს მწარმოებლის მიერ ხარისხის სისტემის ვალდებულებების სათანადო შესრულება.
2. შეფასების მიზნებიდან გამომდინარე მწარმოებელი ვალდებულია შესაბამისობის შეფასების პირი დაუშვას წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და პროდუქტის დასაწყობების ადგილებში და მიაწოდოს მას ინფორმაცია, კერძოდ:
ა) დოკუმენტაცია ხარისხის სისტემის შესახებ;
ბ) ხარისხობრივი ჩანაწერები, ისეთები როგორიცაა: ინსპექტირების ანგარიშები, გამოცდების მონაცემები, კალიბრაციის შედეგები, სათანადო პერსონალის კვალიფიკაციის ამსახველი ანგარიშები და სხვა.
3. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია სულ მცირე წელიწადში ერთხელ განახორციელოს პერიოდული აუდიტი იმის შესამოწმებლად, რომ მწარმოებელი უზრუნველყოფს ხარისხის სისტემის ფუნქციონირებას და მწარმოებელს წარუდგინოს აღნიშნული აუდიტის ანგარიში.
4. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული შემოწმებისა, შესაბამისობის შემფასებელ პირს უფლება აქვს გაფრთხილების გარეშე ეწვიოს მწარმოებელს შესამოწმებლად. ამგვარი ვიზიტის დროს შესაბამისობის შემფასებელმა პირმა საჭიროებისამებრ, შესაძლოა თავად განახორციელოს ან სხვისი მეშვეობით უზრუნველყოს პროდუქტის შემოწმება, რათა დარწმუნდეს ხარისხის სისტემის სათანადო ფუნქციონირებაში. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მწარმოებელს უნდა გადასცეს შემოწმების ანგარიში და გამოცდების ჩატარების შემთხვევაში გამოცდის ანგარიშებ