1. მწარმოებელმა პროდუქტთან დაკავშირებული ხარისხის სისტემის შესაფასებლად განაცხადით უნდა მიმართოს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მწარმოებლის სახელს და მისამართს, ხოლო უფლებამოსილი წარმომადგენლის შემთხვევაში ამ უკანასკნელის სახელსა და მისამართს;
ბ) მწარმოებლის მისამართს, სადაც შესაძლებელია ფინანსური აღრიცხვის წარმოება;
გ) წერილობითი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსგავსი განაცხადით არ მიუმართავთ სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის;
დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ე) ხარისხის სისტემასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისობის შემფასებელი პირი არ წარმოადგენს ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გამცემ ორგანოს, განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) III დანართით გათვალისწინებულ ინდივიდუალური დაცვის საშუალების დამტკიცებული ტიპის ტექნიკურ დოკუმენტაციას;
ბ) ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლს.
3. ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალება შეესაბამებოდეს პროდუქტის ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს.
4. მწარმოებლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და მეთოდი უნდა იქნეს სისტემატურად და თანმიმდევრულად დოკუმენტირებული წესების, პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ანგარიშების თანმიმდევრული ინტერპრეტაციის საშუალებას. ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდგომი ინფორმაციის სათანადო აღწერას:
ა) ხარისხის მიზნებს, ორგანიზაციულ სტრუქტურასა და პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით მენეჯმენტის მმართველობით უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობებს;
ბ) წარმოების პროცესში გამოყენებული ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდებს, პროცესებისა და სისტემატური ქმედებების აღწერას;
გ) წარმოების დაწყებამდე, წარმოების განმავლობაში და მისი დასრულების შემდგომ შემოწმებისა და გამოცდების შესახებ ინფორმაციას და მათი განხორციელების სიხშირეს;
დ) ხარისხობრივ ჩანაწერებს, მათ შორის ინსპექტირების ანგარიშებს, გამოცდების მონაცემებს, კალიბრაციისა და პერსონალის კვალიფიკაციის ამსახველ ანგარიშებს;
ე) პროდუქტის ხარისხის მისი სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებებს.
5. შესაბამისობის შეფასების პირმა უნდა შეაფასოს პასუხობს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს ხარისხის სისტემის სხვადასხვა ელემენტების შესაბამისობის დადგენას სათანადო სტანდარტის შესაბამის სპეციფიკაციებთან.
6. ხარისხის მართვის სისტემებში სათანადო გამოცდილების გარდა, აუდიტის განმახორციელებელი ჯგუფის შემადგენლობაში უნდა იყოს ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სფეროს და შესაბამისი ტექნოლოგიის შეფასების გამოცდილება და სათანადო ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების ცოდნა. აუდიტი უნდა მოიცავდეს მწარმოებლის საწარმოო ნაგებობის ადგილზე შეფასებას. აუდიტის ჯგუფმა უნდა განიხილოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური დაცვის საშუალების ტექნიკური დოკუმენტაცია, რათა აღნიშნულით დაადასტუროს მწარმოებლის მიერ სათანადო ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების იდენტიფიცირებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალების აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი გამოცდების ჩატარების უნარი.
7. აღნიშნული შეფასების შედეგების შესახებ უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს აუდიტის დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
8. მწარმოებელი ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებისა და ხარისხის ადეკვატურობის და ეფექტურობის შენარჩუნების პასუხისმგებლობა.
9. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხის სისტემაში შესატანი ნებისმიერი ცვლილების შესახებ იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის ინფორმირება, რომელმაც დაამტკიცა აღნიშნული სისტემა.
10. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული ცვლილებები და გადაწყვიტოს, აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით ინარჩუნებს თუ არა სახეცვლილი ხარისხის სისტემა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას, გადაწყვიტოს საჭირო არის თუ არა ხელახალი შეფასების განხორციელება. იგი ვალდებულია მწარმოებელს აცნობოს მისი გადაწყვეტილების შესახებ. შეტყობინება უნდა მოიცავდეს ჩატარებული შემოწმების დასკვნებსა და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
11. შესაბამისობის შეფასების პირი ვალდებულია მწარმოებელს მისცეს უფლება დაიტანოს შესაბამისობის შეფასების პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, თითოეულ ინდივიდუალურ დაცვის საშუალებაზე, რომელიც შეესაბამება ტიპის გამოცდის სერტიფიკატში მითითებულ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებ