ამ დანართის მე-3 მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებში და ამ დანართის მე-6 მუხლში მოცემული მწარმოებლის ვალდებულებები, შესაძლებელია შესრულებულ იქნეს მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ამ უკანასკნელის სახელით და მისივე პასუხისმგებლობით, თუ აღნიშნული განსაზღვრულია შესაბამისიწერილობითი უფლებამოსილებით.

დანართი IX

შესაბამისობის დეკლარაცია N …

1. ინდივიდუალური დაცვის საშუალება (პროდუქტი, ტიპი, პარტიის ან სერიის ნომერი):

2. მწარმოებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სახელი და მისამართი:

3. ეს შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილია მხოლოდ მწარმოებლის პასუხისმგებლობის ქვეშ:

4. დეკლარაციის საგანი (ინდივიდუალური დაცვის საშუალების იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს მიკვლევადობას); აუცილებლობის შემთხვევაში, ინდივიდუალური დაცვის საშუალების იდენტიფიცირებისთვის შეიძლება თან დაერთოს ფერადი სურათი:

5. მითითება იმ ნორმატიულ აქტზე, რომელთან შესაბამისობაშია დეკლარაციის ამ დანართის მე-4 პუნქტში მითითებული დეკლარაციის საგანი.

6. მითითება გამოყენებულ სტანდარტებზე, ან ტექნიკურ სპეციფიკაციებზე, რომელთა მიმართ შესაბამისობა არის დეკლარირებული.

7. შესაბამის შემთხვევებში, აკრედიტებული პირის...(სახელი და საიდენტიფიკაციო ნომერი), რომელმაც განახორციელა ტიპის გამოცდა (მოდული B) და გასცა ტიპის გამოცდის სერტიფიკატი (აღნიშნულ სერტიფიკატზე მითითება).

8. სათანადო შემთხვევაში, ინდივიდუალური დაცვის საშუალება ექვემდებარება შესაბამისობის შეფასების პროცედურას (ტიპზე დაყრდნობით შიდა პროდუქციის კონტროლი და შემთხვევითი პერიოდულობით პროდუქტის შემოწმება (მოდული C2) ან ტიპთან შესაბამისობის განსაზღვრა წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე (მოდული D)... აკრედიტებული პირის ზედამხედველობის ქვეშ...(სახელი და ნომერი).

9. დამატებითი ინფორმაცია:

ხელმოწერილია: ...

(გამოცემის ადგილი და თარიღი):

(სახელი, ფუნქცია) (ხელმოწერა