ამ დანართის მე-4 მუხლში მოცემული მწარმოებლის ვალდებულებები შესაძლებელია შესრულდეს მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მწარმოებლის ნაცვლად და მისივე პასუხისმგებლობით, იმ პირობით, თუ აღნიშნულს ითვალისწინებს უფლებამოსილების მინდობილობა.
დანართი IV
შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა
„შესაბამისობის დეკლარაცია (№)*
1. პროდუქტის მოდელი/პროდუქტი (პროდუქტი, ტიპი, პარტიის ან სერიის ნომერი):
2. მწარმოებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სახელი და მისამართი:
3. ეს შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილია მხოლოდ მწარმოებლის პასუხისმგებლობით:
4. დეკლარაციის ობიექტი (ელექტრომოწყობილობის მიკვლევადობისთვის საჭირო ინფორმაცია. აღნიშნული შესაძლოა, საჭიროებისამებრ, ასევე მოიცავდეს ელექტრომოწყობილობის იდენტიფიცირებისთვის საკმარისი გარჩევადობის მქონე ფერად სურათს):
5. აღწერილი დეკლარაციის ობიექტი შეესაბამება (ტექნიკური რეგლამენტის (რეგლამენტების) რეკვიზიტები, რომლის მოთხოვნებსაც შეესაბამება პროდუქტი):
6. შესაბამისი გამოყენებული სტანდარტების ან სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ მითითებები, რომელთა მიმართაც იქნა დეკლარირებული ელექტრომოწყობილობის შესაბამისობა:
7. დამატებითი ინფორმაცია:
ხელმოწერილია ----- მიერ და ------ სახელით:
(შედგენის ადგილი და თარიღი):
(სახელი, ფუნქცია) (ხელმოწერა):
*შენიშვნა: მწარმოებელი საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს, მიანიჭოს თუ არა შესაბამისობის დეკლარაციას ნომერი.