1. მწარმოებელი ვალდებულია თითოეული ელექტრომოწყობილობის მოდელისათვის წერილობით შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად იქონიოს იგი ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებისთვის ხელმისაწვდომად მის მიერ ელექტრომოწყობილობის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პროდუქტი, რომლისთვისაც აღნიშნული დეკლარაცია შეიქმნა.

2. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა გადაეცეს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო