1. მწარმოებელი ვალდებულია წერილობით შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია ინდივიდუალური დაცვის საშუალების თითოეული მოდელისათვის და უზრუნველყოს მისი შენახვა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად, პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში უნდა მიეთითოს ინდივიდუალური დაცვის საშუალების მოდელი, რომლისთვისაც შედგენილ იქნა დეკლარაცია.

2. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარედგინოს შესაბამის ორგანოებ