1. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის შემოწმებები, წარმოების ჰომოგენურობის, ინდივიდუალური დაცვის საშუალების ტიპის გამოცდის სერტიფიკატით აღწერილ ტიპთან შესაბამისობისა და ამ უკანასკნელის მიერ შესაბამისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების დასადასტურებლად.
2. პროდუქტის შემოწმებები უნდა განხორციელდეს სულ მცირე წელიწადში ერთხელ, შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ შემთხვევით შერჩეული ინტერვალებით. პირველი შემოწმება უნდა განხორციელდეს ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გაცემის თარიღიდან არაუმეტეს 1 წლის შემდეგ.
3. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მწარმოებელთან შეთანხმებულ ადგილზე შეარჩიოს წარმოებული ინდივიდუალური დაცვის საშუალების ნიმუშების ადეკვატური რაოდენობა. ყველა შერჩეული ინდივიდუალური დაცვის საშუალების ნიმუში უნდა შემოწმდეს და გამოიცადოს შესაბამისი სტანდარტით ან/და სხვა ტექნიკური სპეციფიკაციებით გათვალისწინებული წესის დაცვით, ინდივიდუალური დაცვის საშუალების, ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან შესაბამისობისა და ასევე ამ უკანასკნელის მიერ სათანადო ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების დადასტურების მიზნით.
4. იმ შემთხვევაში, თუ არჩეული შესაბამისობის შემფასებელი პირი არ წარმოადგენს იმ პირს, რომელმაც გასცა ტიპის გამოცდის სერტიფიკატი, იგი ვალდებულია ნიმუშის შესაბამისობის შეფასებისას კითხვების გაჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს ხსენებული სერტიფიკატის გამცემ შესაბამისობის შემფასებელ პირს.
5. ნიმუშების შემოწმების პროცედურა მიზნად ისახავს ინდივიდუალური დაცვის საშუალების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად წარმოების პროცესის ჰომოგენურობის მისაღებ ლიმიტებში განხორციელების დადგენას,6. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისა და გამოცდების პროცედურით დადგინდა, რომ წარმოება არ არის ჰომოგენური, ინდივიდუალური დაცვის საშუალება არ შეესაბამება ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს, ან შესაბამის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მიიღოს გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელი ზომები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს შესაბამისობის შემფასებელ პირ