1. ინდივიდუალური დაცვის საშუალების ბაზარზე განთავსებამდე მწარმოებელი ვალდებულია მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს წარუდგინოს განაცხადი პროდუქტის ზედამხედველობის ქვეშ შემთხვევითი ინტერვალებით შემოწმებისთვის. განაცხადი უნდა მოიცავდეს:

ა) მწარმოებლის სახელს და მისამართს, ხოლო უფლებამოსილი წარმომადგენლის შემთხვევაში ამ უკანასკნელის სახელსა და მისამართს;

ბ) წერილობით დასტურს, რომ მსგავსი განაცხადი არ იქნა წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის;

გ) განსახილველი ინდივიდუალური დაცვის საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემებს.

2. იმ შემთხვევაში, თუ არჩეული შესაბამისობის შემფასებელი პირი არ წარმოადგენს იმ პირს, რომელმაც განახორციელა ტიპის გამოცდა, განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს:

ა) III დანართით გათვალისწინებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას;

ბ) ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლ