მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც უნდა იძლეოდეს ელექტრომოწყობილობის მისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების საშუალებას და უნდა შეიცავდეს რისკ(ებ)ის სათანადო ანალიზსა და შეფასებას. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ელექტრომოწყობილობის შესაბამის მოთხოვნებს და რამდენადაც ეს შეფასებისთვის არის აუცილებელი, ელექტრომოწყობილობის პროექტირების, წარმოებისა და ექსპლუატაციის შესახებ ინფორმაციას. ტექნიკური დოკუმენტაცია, შესაბამის შემთხვევებში, უნდა შეიცავდეს, სულ ცოტა, შემდეგ ელემენტებს:
ა) ელექტრომოწყობილობის ზოგად აღწერილობას;
ბ) პროექტირების კონცეპტუალურ ნაწილს, წარმოების ტექნოლოგიურ ნახაზებს, კომპონენტების, ქვესისტემების, წრედების სქემებსა და სხვა;
გ) აღნიშნული ნახაზებისა და სქემების ანალიზისთვის აუცილებელ განმარტებებსა და ელექტრული აღჭურვილობის მოქმედების აღწერილობას;
დ) სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებული, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლში მითითებული სტანდარტების ჩამონათვალს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სტანდარტები არ იქნა გამოყენებული, ამ ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი უსაფრთხოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიღებული გადაწყვეტილებების აღწერილობას, მათ შორის, შესაბამისი, გამოყენებული ტექნიკური სპეციფიკაციების ჩამონათვალს. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლში მოცემული სტანდარტების ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში უნდა იყოს მითითებული სტანდარტის ის ნაწილები, რომლებიც იქნა გამოყენებული;
ე) საპროექტო გაანგარიშებების, ჩატარებული შემოწმებებისა და სხვა შედეგებს;
ვ) გამოცდების ანგარიშებ