1. ამ  ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო აღმოაჩენს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ შეუსაბამობას, იგი უფლებამოსილია, მოსთხოვოს შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მისი გამოსწორება:

ა) შესაბამისობის დეკლარაცია არ არის შედგენილი;

ბ) შესაბამისობის დეკლარაცია სწორად არ არის შედგენილი;

გ) ტექნიკური დოკუმენტაცია არ არსებობს ან არ არის სრულყოფილი;

დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით ან მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არსებობს, მცდარია ან არასრულია;

ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით ან მე-7 მუხლით გათვალისწინებული რაიმე სახის ადმინისტრაციული მოთხოვა არ არის დაკმაყოფილებული.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია, განახორცილოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები.

დანართი I

დადგენილი ვოლტაჟის ლიმიტებში გამოსაყენებლად დაპროექტებული ელექტრომოწყობილობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტე