ამ დანართის პირველი მუხლის შესაბამისად, მიღებული უნდა იქნეს ტექნიკური ხასიათის ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ელექტრომოწყობილობა:
ა) შეესაბამება გამოყენების მოსალოდნელ მექანიკურ მოთხოვნებს იმგვარად, რომ საფრთხეს არ უქმნის ადამიანებს, შინაურ ცხოველებსა და საკუთრებას;
ბ) მოსალოდნელ გარემო პირობებში არის მედეგი არამექანიკური ზემოქმედების მიმართ იმგვარად, რომ საფრთხეს არ უქმნის ადამიანებს, შინაურ ცხოველებსა და საკუთრებას;
გ) საფრთხეს არ უქმნის ადამიანებს, შინაურ ცხოველებსა და საკუთრებას მოსალოდნელი ზედატვირთვის პირობებში.
დანართი II
მოწყობილობები და პროცესები, რომლებზეც არ ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებლად განკუთვნილ ელექტრომოწყობილობებზე;
ბ) რადიოლოგიისა და სამედიცინო დანიშნულებით გამოსაყენებლად განკუთვნილ ელექტრომოწყობილობებზე;
გ) სამგზავრო და სატვირთო ლიფტების ელექტრონაწილებზე;
დ) ელექტროობის გამზომ ხელსაწყოებზე;
ე) საყოფაცხოვრებო გამოყენების ელექტროჩანგლებსა (შესაერთებელი) და როზეტებზე;
ვ) ელექტროღობის მაკონტროლებლებზე;
ზ) რადიო-ელექტრულ ხელშეშლაზე;
თ) გემებში, საჰაერო ხომალდებსა და რკინიგზაში გამოსაყენებლად განკუთვნილ სპეციალიზებულ ელექტრომოწყობილობებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს, რომელთა წევრიც საქართველოა;
ი) კვლევით და განვითარების ობიექტებში პროფესიონალებისთვის მხოლოდ აღნიშნული მიზნით გამოსაყენებლად ინდივიდუალურად შექმნილ საკვლევ ხელსაწყოებზე.
2. ამ დანართით განსაზღვრულ მოწყობილობებსა და პროცესებზე შესაძლოა ვრცელდებოდეს სხვა ტექნიკური რეგლამენტების/რეგლამენტების მოქმედება.
დანართი III
მოდული A − შიდა საწარმოო კონტრო