1. დისტრიბუტორი ვალდებულია, პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას დაიცვას ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.

2. დისტრიბუტორი ელექტრომოწყობილობის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე ვალდებულია დარწმუნდეს, რომ პროდუქტზე დატანილია შესაბამისი ინფორმაცია და რომ მას თან ახლავს საჭირო დოკუმენტაცია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე, ხოლო უსაფრთხოების ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია − ქართულ ენაზე. დისტრიბუტორი ასევე ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ დისტრიბუტორს აქვს ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ელექტრომოწყობილობა არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლითა და I დანართით გათვალისწინებულ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ვალდებულია, არ გახადოს ელექტრომოწყობილობა ხელმისაწვდომი ბაზარზე მანამ, სანამ არ მოხდება მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ მოთხოვნებთან. როდესაც ელექტრომოწყობილობა შეიცავს რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოთ მწარმოებელს, იმპორტიორსა და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

3. დისტრიბუტორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ელექტრომოწყობილობის ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები საფრთხეს არ უქმნიდეს პროდუქტის შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლითა და I დანართით განსაზღვრულ უსაფრთხოების მოთხოვნებთან.

4. იმ შემთხვევაში, თუ დისტრიბუტორს აქვს ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ელექტრომოწყობილობა, რომელიც მან გახადა ხელმისაწვდომი ბაზარზე, არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ განახორციელოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ღონისძიება პროდუქტის  შესაბამისობაში მოსაყვანად და, სათანადო შემთხვევებში, გამოითხოვოს ან ამოიღოს იგი ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტრომოწყობილობა შეიცავს რისკს, დისტრიბუტორმა აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის, შეუსაბამობების შესახებ და ყველა განხორციელებული მაკორექტირებელი ზომის შესახებ.

5. დისტრიბუტორი ვალდებულია, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია ელექტრომოწყობილობის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად. დისტრიბუტორი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან იმ ზომების ფარგლებში, რომლებიც მიღებულ იქნა იმ პროდუქტისგან წარმოშობილი რისკების აღმოსაფხვრელად, რომელიც მან გახადა ხელმისაწვდომი ბაზარზ