1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვს  შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მწარმოებელი − ნებისმიერი  ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს, აპროექტებინებს ან აწარმოებინებს ელექტრომოწყობილობას და საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ახდენს მის რეალიზებას;

ბ) ავტორიზებული წარმომადგენელი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მწარმოებლისგან მინიჭებული აქვს წერილობითი უფლებამოსილება, მწარმოებლის ნაცვლად განახორციელოს განსაზღვრული ფუნქციები;

გ) იმპორტიორი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ბაზარზე განათავსებს სხვა ქვეყანაში წარმოებულ ელექტრომოწყობილობას;

დ) დისტრიბუტორი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარდა მწარმოებლისა და იმპორტიორისა, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრომოწყობილობის ბაზარზე ხელმისაწვდომობას;

ე) ეკონომიკური ოპერატორები − მწარმოებელი, ავტორიზებული წარმომადგენელი, იმპორტიორი და დისტრიბუტორი;

ვ) ტექნიკური სპეციფიკაცია − დოკუმენტი, რომელიც აღწერს იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ელექტრომოწყობილობა;

ზ) ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა − საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრომოწყობილობის ნებისმიერი სახის მიწოდება დისტრიბუციის, გამოყენების ან მოხმარების მიზნით კომერციული საქმიანობის ფარგლებში,  სასყიდლის მიღების მიზნით ან უსასყიდლოდ;

თ) ბაზარზე განთავსება − საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, ელექტრომოწყობილობის ბაზარზე ხელმისაწვდომობის პირველად უზრუნველყოფა.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ამ ტექნიკურ რეგლამენტზე ასევე ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ტერმინების განმარტებებ