1. „ტექნიკური რეგლამენტის − ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) მიზანია, უზრუნველყოს ბაზარზე განთავსებული ელექტრომოწყობილობის მისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რაც ემსახურება ადამიანისა და შინაური ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ან საკუთრების დაცვას.
2. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ელექტრომოწყობილობებზე (პროდუქტი), რომლებიც დაპროექტებულია 50-დან 1000 ვოლტამდე ცვლადი დენისა და 75-დან 1500 ვოლტამდე მუდმივი დენის ფარგლებში გამოსაყენებლად, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართში ჩამოთვლილი მოწყობილობებისა და შემთხვევების