მუხლი 7🔗

ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ამავე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ იმ ელექტრომოწყობილობებზე, რომელთა მიწოდებაც ხდება 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, ასევე 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დადებულ იმ შესყიდვის ხელშეკრულებაზე, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან/და უცხო ქვეყნის ეროვნული ფინანსური ინსტიტუტის მიერ დადგენილი წესებით რეგულირდება და რომელსაც ეს ორგანიზაცია ან ინსტიტუტი სრულად ან ნაწილობრივ აფინანსებს და აღნიშნული შესყიდვის ობიექტი გამიზნულია სახელმწიფო უწყებ(ებ)ისთვის გადასაცემად ან აღნიშნული შესყიდვები ხორციელდება სახელმწიფო უწყებ(ებ)ის მიერ. აღნიშნული უნდა  დადასტურდეს  შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის/სახელმწიფო უწყების მიერ წარდგენილი  დოკუმენტაციით. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრომოწყობილობები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მომხარებლისთვის ან/და განთავსებული სარეალიზაციო