მუხლი 2🔗
სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მიზნებისთვის აქვეყნებს სტანდარტ(ებ)ს (სტანდარტების დასახელებას), რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (IEC) სტანდარტებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2014 წლის 26 თებერვლის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2014/35/EU დირექტივის − „ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თაობაზე წევრი სახელმწიფოების სამართლის ჰარმონიზების შესახებ“ − მიზნებისთვის