1. ბაზარზე განთავსებისას მწარმოებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ელექტრომოწყობილობა დაპროექტებული და წარმოებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლისა და I დანართით განსაზღვრული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.
2. მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია და განახორციელოს ან განახორციელებინოს ამავე დანართით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების პროცედურა. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისობის შეფასების პროცედურის შედეგად დადგინდა, რომ ელექტრომოწყობილობა აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლითა და I დანართით გათვალისწინებულ უსაფრთხოების მოთხოვნებს, მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაცია და დაიტანოს ამავე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
3. მწარმოებელი ვალდებულია ელექტრომოწყობილობის მის მიერ ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში შეინახოს ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია და ამავე ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაცია.
4. სერიული წარმოებისას მწარმოებელი ვალდებულია დანერგოს სათანადო პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მის მიერ წარმოებული ელექტრომოწყობილობის შესაბამისობას ამ ტექნიკურ რეგლამენტთან. მწარმოებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს იმ სტანდარტებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების ცვლილებები, რომელთა მიმართებითაც არის დეკლარირებული პროდუქტის შესაბამისობა. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრომოწყობილობა შეიცავს რისკს, მწარმოებელი ვალდებულია ადამიანისა და შინაური ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ან საკუთრების დაცვის მიზნით, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული ელექტრომოწყობილობის ნიმუშების ტესტირება და შესაბამისი გამოკვლევა. მწარმოებელი ასევე ვალდებულია, აუცილებლობის შემთხვევაში, აწარმოოს შეუსაბამო ელექტრომოწყობილობასთან დაკავშირებული საჩივრებისა და გამოთხოვის შემთხვევების რეესტრი და დისტრიბუტორებს შეატყობინოს შესაბამისი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში.
5. მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ ბაზარზე განთავსებულ ელექტრომოწყობილობაზე შესაბამისი ტიპის ან/და სერიის ნომრის ან/და პარტიის ნომრის ან/და იდენტიფიცირებისთვის საჭირო სხვა ინფორმაციის დატანა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტრომოწყობილობის ფიზიკური ან/და თვისობრივი მახასიათებლების გამო აღნიშნული შეუძლებელია, ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს ელექტრომოწყობილობის შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში.
6. მწარმოებელი ვალდებულია ელექტრომოწყობილობაზე დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისი საკონტაქტო საფოსტო მისამართი, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია დატანილ უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს საკონტაქტო მისამართს, რომელზეც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება. საკონტაქტო ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
7. მწარმოებელი ვალდებულია ელექტრომოწყობილობას თან დაურთოს უსაფრთხოების ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქართულ ენაზე. აღნიშნული უსაფრთხოების ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ისევე, როგორც ყველა სახის ნიშანდება, უნდა იყოს მკაფიო, გარჩევადი და ადვილად გასაგები.
8. მწარმოებელი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ელექტრომოწყობილობა არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ზომა აღნიშნული პროდუქტის შესაბამისობაში მოსაყვანად და, შესაბამის შემთხვევებში, გამოითხოვოს ან/და ამოიღოს ბაზრიდან იგი. იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტრომოწყობილობა შეიცავს რისკს, მწარმოებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს შესაბამისი დეტალები, მათ შორის, ინფორმაცია შეუსაბამობებისა და გატარებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.
9. მწარმოებელი ვალდებულია დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე, ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომლებიც აუცილებელია ელექტრომოწყობილობის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად. მწარმოებელი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან იმ ზომების ფარგლებში, რომლებიც მიღებულ იქნა მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოშობილი რისკების აღმოფხვრისათვი