1. მოწყობილობებისა და საამწყობრო ნაწილების ბაზარზე განთავსებისას ან საკუთარი მოხმარებისთვის გამოყენებისას მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ იგი დაპროექტებული  და წარმოებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.

2. მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია და განახორციელოს მე-13 მუხლით გათვლისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროცედურების ჩატარების შედეგად დადგინდება მოწყობილობებისა და მისი ნაწილების შესაბამისობა მათთვის დადგენილ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან, მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია.

3. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისობის დეკლარაცია მოწყობილობებისა და საამწყობრო ნაწილების ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

4. მწარმოებელი ვალდებულია სერიული წარმოებისას დანერგოს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა წარმოებული პროდუქტები აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მწარმოებელმა უნდა გაითვალისწინოს მოწყობილობების და საამწყობრო ნაწილების  ფორმის ან მახასიათებლების ცვლილებები, ასევე იმ  სტანდარტების ან სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების ცვლილებები, რომელთა გათვალისწინებითაც შედგა შესაბამისობის დეკლარაცია. საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობებთან რისკებთან მიმართებით, მწარმოებელი ვალდებულია საბოლოო მომხმარებლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით განახორციელოს ბაზარზე ხელმისაწვდომი მოწყობილობების ნიმუშების კვლევა, გამოიძიოს და აუცილებლობის შემთხვევაში აწარმოოს საჩივრების, შეუსაბამო და ამოღებული მოწყობილობების რეესტრი. ამგვარი მონიტორინგის შესახებ უნდა ეცნობოს დისტრიბუტორებს.

5. მწარმოებელი ვალდებულია მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებზე დაიტანოს  ტიპის, პარტიის, სერიის, მოდელის ნომერი ან ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებული წარწერები, რომლებიც უზრუნველყოფს პროდუქტის იდენტიფიცირებას. იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილი ზომის ან თავისებურების გამო, საჭირო ინფორმაცია დატანილ უნდა იქნეს მის შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში.

6. მწარმოებელი ვალდებულია მოწყობილობაზე, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანხმლებ დოკუმენტაციაში, მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება.

7. მწარმოებელი ვალდებულია მოწყობილობას თან დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

8. მწარმოებელი ვალდებულია საამწყობრო ნაწილებს დაურთოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი, რომელიც უნდა მოიცავდეს მოწყობილობაზე მორგების, აწყობის, რეგულირების, ფუნქციონირებისა და შეკეთების ინსტრუქციებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის პირველი მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად.

9. იმ შემთხვევაში, თუ საამწყობრო ნაწილების დიდი ოდენობა მიეწოდება ერთ მომხმარებელს, მიწოდებული პარტია ან შეფუთვა შესაძლებელია მოიცავდეს დეკლარაციის მხოლოდ ერთ ასლს.

10. მწარმოებელი, რომელიც თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი არ შეესაბამება  საქართველოს კანონმდებლობის  სათანადო მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს მისი ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი ქმნის რისკს, მწარმოებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობის და მიღებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.

11. მწარმოებელი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს მას მოწყობილობის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან  ყველა იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც მიმართულია მათ მიერ ბაზარზე განთავსებული მოწყობილობის მიერ შექმნილი რისკების აღმოსაფხვრელა