1. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელმაც მიაწოდა მას მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი;

ბ) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც მან მიაწოდა მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი.

2. ეკონომიკურ ოპერატორებს უნდა შეეძლოთ ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა მათთვის მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის მიწოდებიდან ან მათ მიერ მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის მიწოდებიდან 10 წლის განმავლობაშ