1. პროდუქტზე დატანილ უნდა იქნეს იმ შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც მონაწილეობდა მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის წარმოების კონტროლში. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი დატანილ უნდა იქნეს თავად შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ ან ამ უკანასკნელის მითითებით მწარმოებლის ან მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებთან ერთად შესაძლოა დატანილ იქნეს აგრეთვე სხვა ნიშანდება, რომელიც ასახავს გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკების შესახებ ინფორმაცია