1. ამ მუხლით გათვალისწინებული ნიშანდება ინდივიდუალური დაცვის საშუალებაზე დატანილ უნდა იქნეს ადვილად აღსაქმელი ფორმით, მკაფიოდ და წაუშლელად. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ნიშანდება დატანილ უნდა იქნეს შეფუთვაზე და ინდივიდუალური დაცვის საშუალების თანმხლებ დოკუმენტაციაზე.
2. ნიშანდება დატანილ უნდა იქნეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებაზე მის ბაზარზე განთავსებამდე.
3. III კატეგორიის ინდივიდუალური დაცვის საშუალებაზე დატანილ უნდა იქნეს VII და VIII დანართებით გათვალისწინებულ პროცედურაში მონაწილე შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები. აღნიშნული მონაცემები დატანილ უნდა იქნეს თავად შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ ან მისი ინსტრუქციის შესაბამისად, მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
4. შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებთან ერთად ინდივიდუალური დაცვის საშუალებაზე შესაძლოა დატანილ იქნეს პიქტოგრამა ან სხვა ნიშანდება, რომელიც ასახავს იმ რისკების შესახებ ინფორმაციას, რომელთა წინააღმდეგ დაცვისთვისაც არის განკუთვნილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებ