1. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს განაცხადს იმის შესახებ, რომ II დანართით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნა.

2. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შედგეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე, IX დანართით გათვალისწინებული სტრუქტურის შესაბამისად. დეკლარაცია უნდა შეიცავდეს IV, VI, VII და VIII დანართების შესაბამისი მოდულებით გათვალისწინებულ ელემენტებს და ექვემდებარებოდეს მუდმივ განახლებას.

3. შესაბამისობის დეკლარაციის შედგენით მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალება შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებ