1. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს განაცხადს იმის შესახებ, რომ შესრულებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით და გაზომვის საშუალებების შესაბამისი სპეციფიკური დანართებით დადგენილი ძირითადი მოთხოვნები.
2. შესაბამისობის დეკლარაციას უნდა ჰქონდეს ამ რეგლამენტის XI დანართით გათვალისწინებული ფორმა, უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრული შესაბამისი მოდულებით დადგენილ ელემენტებს და უნდა ექვემდებარებოდეს მუდმივ განახლებას. შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე.
3. თუ გაზომვის საშუალებაზე ვრცელდება რამდენიმე ნორმატიული აქტი, ამ შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისობის დეკლარაცია ყველა ამ აქტის გათვალისწინებით. დეკლარაცია უნდა შეიცავდეს შესაბამისი აქტების იდენტიფიცირებას, მათი გამოქვეყნების მითითებების ჩათვლით.
4. შესაბამისობის დეკლარაციის შედგენით, მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას გაზომვის საშუალების შესაბამისობაზე ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთა