1. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გაზომვის საშუალებებისათვის ეკონომიკურმა ოპერატორებმა, მოთხოვნის შემთხვევაში, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს უნდა მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია:
ა) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელმაც მას მიაწოდა გაზომვის საშუალებები;
ბ) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც მან მიაწოდა გაზომვის საშუალებები.
2. ეკონომიკურ ოპერატორი ვალდებულია, უზურნველყოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის წარდგენა 10 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მას მიაწოდეს ან მის მიერ მიწოდებულ იქნა გაზომვის საშუალებებ