1. იურიდიული პირი უფლებამოსილია, განახორციელოს  შესაბამისობის შეფასება ამ წესის დანართ II-ის მოდული A2-ით და მოდული C2-ით გათვალისწინებულ საკითხზე აკრედიტებული სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისობის შეფასებას,  იურიდიული პირი,  ახორციელებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სტრუქტურული ერთეულის საშუალებით (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული), რომელზეც გაიცემა აკრედიტაცია.

3. საწარმოს აკრედიტებული შიდა სტრუქტურული ერთეული უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა გააჩნდეს აკრედიტაცია შესაბამის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) აკრედიტებული ორგანო და მისი პერსონალი უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი იურიდიული პირის შემადგენლობაში და ფლობდეს ანგარიშგების მეთოდის, რომელიც ადასტურებს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს წინაშე;

გ) არ მონაწილეობს შესაფასებელი გაზომვის საშუალების დაპროექტების, წარმოების, მიწოდების, ინსტალაციის, ოპერირებისა და მოვლა-მომსახურების პროცესში. ამასთან, არ არის ჩართული ისეთ საქმიანობაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მისი საქმიანობის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განხორციელებას;

დ) შესაბამისობის შეფასებას ახორცილებს მხოლოდ იმ იურიდიული პირისთვის, რომლის სტრუქტურულ ერთეულსაც ის წარმოადგენ