1. თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გატარებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდება, რომ გაზომვის საშუალება არის ამ რეგლამენტის შესაბამისი და  მიუხედავად ამისა, წარმოადგენს რისკს ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის იგი ვალდებულია, მოსთხოვოს შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს ყველა სათანადო ღონისძიების გატარება, რომ გაზომვის საშუალება ბაზარზე განთავსებისას აღარ  წარმოადგენდეს რისკს, ან ამოიღებულ იქნეს ბაზრიდან ან მოხდეს მისი გამოითხოვა გონივრულ ვადაში, რისკის თანაზომიერად.

2. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ მაკორექტირებელი ღონისძიება  განხორციელებული იყოს ყველა შესაბამის გაზომვის საშუალებასთან მიმართებით, რომელიც მან ხელმისაწვდომი გახადა ბაზარზ