1. თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად გატარებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდება, რომ არაავტომატური აწონის საშუალება არის ამ რეგლამენტის შესაბამისი და  მიუხედავად ამისა, წარმოადგენს რისკს ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის იგი ვალდებულია მოსთხოვოს შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს ყველა სათანადო ღონისძიებების  გატარება, რომ  არაავტომატური აწონის საშუალება ბაზარზე განთავსებისას აღარ  წარმოადგენდეს რისკს, ან ამოიღებულ იქნეს ბაზრიდან  ან მოხდეს მისი გამოითხოვა გონივრულ ვადაში, რისკის თანაზომიერად.

2. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია  უზრუნველყოს, რომ მაკორექტირებელი ღონისძიება  განხორციელებული იყოს ყველა შესაბამის არაავტომატური აწონის საშუალებასთან მიმართებით, რომელიც მან ხელმისაწვდომი გახადა ბაზარზ