1. ამ მუხლით გათვალისწინებული ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება არაავტომატურ აწონის საშუალებაზე ან მის ეტიკეტზე (შილდიკზე) დატანილ უნდა იქნეს ადვილად აღსაქმელი ფორმით, მკაფიოდ და წაუშლელად. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში ნიშანდება დატანილ უნდა იქნეს შეფუთვაზე ან არაავტომატური აწონის საშუალების თანმხლებ დოკუმენტაციაზე.
2. ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება დატანილი უნდა იქნეს არაავტომატურ აწონის საშუალებაზე მის ბაზარზე განთავსებამდე.
3. დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება უწყვეტად უნდა მოჰყვებოდეს ნიშანდებას.
4. ნიშანდებას და დამატებით მეტროლოგიურ ნიშანდებას უწყვეტად უნდა მოჰყვებოდეს შესაბამისობის შემფასებელი ან/და ნოტიფიცირებული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერ(ებ)ი, რომლებიც ჩართული იყვნენ წარმოების კონტროლის ეტაპზე, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის შესაბამისად. საიდენტიფიკაციო ნომერი დატანილი უნდა იქნეს უშუალოდ ამ ორგანოს მიერ ან მისი ინსტრუქციით, მწარმოებლის ან ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ. საიდენტიფიკაციო ნომერს/ნომრებს შესაძლოა მოსდევდეს სხვა ნიშანი, რომელიც მიუთითებს სპეციალურ რისკზე ან გამოყენებაზ