1. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობით გამოყენებისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალებისათვის ეკონომიკურმა ოპერატორმა მოთხოვნის საფუძველზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ინფორმაცია ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელმაც მას მიაწოდა არაავტომატური აწონის საშუალება;
ბ) ინფორმაცია ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც მან მიაწოდა არაავტომატური აწონის საშუალება.
2. ეკონომიკურ ოპერატორს უნდა შეეძლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფრომაციის წარდგენა 10 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მას მიაწოდეს ან თვითონ მიაწოდა სხვა პირს არაავტომატური აწონის საშუალებ