1. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი  მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებში მითითებული მიზნობრიობით გამოყენებული ან გამოსაყენებლად გამიზნული არაავტომატური აწონის საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილ ძირითად მოთხოვნებს.

2. თუ არაავტომატური აწონის საშუალება მოიცავს ან მიერთებულია მოწყობილობასთან,  რომელიც არ გამოიყენება ან არ არის გამიზნული გამოსაყენებლად  რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-დ“ ქვეპუნქტებში მითითებული მიზნობრიობით, ასეთ მოწყობილობაზე არ ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილი ძირითადი მოთხოვნებ