1 . ეს ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ბაზარზე ხელმისაწვდომი არაავტომატური აწონის საშუალების დაპროექტებისა და წარმოების მოთხოვნებს მომხმარებელთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და უფლებების უზრუნველყოფის მიზნით. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება არაავტომატური აწონის საშუალებებზე.

2. ამ რეგლამენტის მიზნებისათვის არაავტომატური აწონის საშუალებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) პროდუქტის მასის დადგენა კომერციული ოპერაციებისთვის;

ბ) მასის დადგენა საბაჟო, საგამოძიებო და სასამართლო მიზნებისთვის;

გ) მასის დადგენა სამედიცინო სფეროში პაციენტის აწონისთვის მისი მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით;

დ) ნივთიერებების მასის დადგენა აფთიაქში რეცეპტით მედიკამენტების დასამზადებლად და  მასის დადგენა სამედიცინო ან/და ფარმაცევტულ ლაბორატორიებში ჩატარებულ ანალიზებში;

ე) ყველა სხვა მიზნით, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებშ