1. არაავტომატური აწონის საშუალების ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას დისტრიბუტორი ვალდებულია დაიცვას ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობით გამოყენებისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალებების ბაზარზე განთავსებამდე, დისტრიბუტორი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ არაავტომატურ აწონის საშუალებაზე დატანილია ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება, არავტომატურ აწონის საშუალებასთან ახლავს საჭირო დოკუმენტაცია, ინსტრუქციები და ინფორმაცია ქართულ ენაზე და მწარმოებელის და იმპორტიორის მიერ შესრულებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6 -მე-10 და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
3. თუ დისტრიბუტორს აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობით გამოყენებისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალება არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია არ განათავსოს არაავტომატური აწონის საშუალება ბაზარზე, სანამ იგი არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში. ამასთანავე, თუ არაავტომატური აწონის საშუალება შეიცავს რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მწარმოებელს ან იმპორტიორს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.
4. იმ არაავტომატური აწონის საშუალების ბაზარზე განთავსებამდე, რომელიც არ არის განკუთვნილი ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობით გამოყენებისათვის, დისტრიბუტორი უნდა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელის და იმპორტიორის მიერ შესრულებულია ამ ტექნიკური რეგლამნეტის მე-5 მუხლის მე-6-მე-10 პუნქტებით და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
5. დისტრიბუტორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობით გამოყენებისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალების მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების პირობები საფრთხეს არ შეუქმნის მის შესაბამისობას I დანართით გათვალისწინებულ ძირითად მოთხოვნებთან.
6. დისტრიბუტორს, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული არაავტომატური აწონის საშუალება არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა საჭირო მაკორექტირებელი ზომა არაავტომატური აწონის საშუალების შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, გამოითხოვოს ან ამოიღოს ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც არაავტომატური აწონის საშუალება რისკის შემცველია, დისტრიბუტორმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია შეუსაბამობისა და გატარებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.
7. დისტრიბუტორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ქართულ ენაზე მიაწოდოს ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია არაავტომატური აწონის საშუალების შესაბამისობის დასადასტურებლად. დისტრიბუტორი ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს სააგენტოსთან იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ იქნა მათ მიერ ბაზარზე განთავსებული არაავტომატური აწონის საშუალებებისგან წარმოშობილი რისკების თავიდან ასარიდებლა