1. დისტრიბუტორი ვალდებულია, მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსებისას დაიცვას ამ ტექნიკურ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. დისტრიბუტორი ვალდებულია, მოწყობილობის ბაზარზე განთავსებამდე, დარწმუნდეს, რომ მას თან ერთვის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული დოკუმენტები, ასევე ქართულ ენაზე შედგენილი ინსტრუქციები და უსაფრთხოების ინფორმაცია. დისტრიბუტორი ასევე ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს. დისტრიბუტორი ვალდებულია არ განათავსოს მოწყობილობა ბაზარზე, თუ თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ის არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართში მითითებულ მოთხოვნებს, სანამ მოწყობილობა შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. თუ მოწყობილობა ქმნის რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს ან იმპორტიორს და ასევე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

3. დისტრიბუტორი ვალდებულია მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობები, რომლებიც არ ხელყოფს მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის შესაბამისობას ტექნიკური რეგლამენტის I დანართის ძირითად მოთხოვნებთან.

4. დისტრიბუტორი, რომელიც თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი არ აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები, აღნიშნული მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში ამოიღოს ან გამოითხოვოს მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი. იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი  ქმნის რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობის და ნებისმიერი გატარებული მაკორექტირებელი ზომის შესახებ.

5. დისტრიბუტორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს  დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე,  მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე შედგენილი ყველა  საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის  ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით. დისტრიბუტორი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება დისტრიბუტორის მიერ ბაზარზე განთავსებული მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის მიერ შექმნილი რისკების აღმოსაფხვრელად  განხორციელებულ ღონისძიებებ